,,სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ნიკა გვარამია”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუყონებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია.

,,სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი თემები