სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს

,,სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე,” – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნისმოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„მას ბრალიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავროჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანშემოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდშემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონოშეძენა-შენახვისა და გადაზიდვას გულისხმობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები