იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია

თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას გააჩნია მნიშვნელობა ალიანსისთვის და ალიანსი მოძებნის საშუალებებს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ბალტიის რეგიონში.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადს გაკეთებისთვის ემზადება. ამ ორი ქვეყნის ალიანსის წევრობას თურქეთი ეწინააღმდეგება. წინააღმდეგია რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც, რომელიც ამ ნაბიჯს გაუმართლებელს და შეცდომას უწოდებს.

აშშ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

 

მსგავსი თემები