„აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე ფოსფორი ჭურვები ჩამოყარეს

არანაირი საერთაშორისო  გაფრთხილება, მოწოდება, თხოვნა, მუქარა თუ სანქციები არ ჭრის. რუსეთმა „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე  სპეციალური ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები ჩამოყარა.

ინფორმაციას უკრაინული მხარე ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს. რუსეთი კი ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო „9 ემ 22 ეს“ ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2.5 ათასი გრადუსია. წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია“, – აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო.

 

მსგავსი თემები