უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა. როგორც თანამებრძოლები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ძლიერი კანტუზია ჰქონდა მიღებული, რამდენიმე დღე საავადმყოფოშიც მკურნალობდა, თუმცა, ბოლომდე არ იმკურნალა, კლინიკის ფანჯრიდან გადახტა და ისევ ომში წავიდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი იმდენად გართულდა, ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა.

 

მსგავსი თემები