„ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ვერ დავხარჯავდით ბევრს“ – ამირან გამყრელიძე პანდემიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში არსებულ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც კლინიკებში პაციენტების ხელოვნურ ზრდასა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას უკავშირდება.

„ჯანდაცვის მინისტრს ჩემზე მეტი აქვს ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით, ხარჯვაბთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შესწავლას უნდა დაველოდოთ, რაც კლინიკებში მიმდინარეობს და მერე უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

როგორც რესპონდენტი განმარტავს, საქართველომ ერთ ინფიცირებულზე, საერთაშორისო მაჩვენებლებით, საშუალოზე ნაკლები თანხა დახარჯა.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პამდემიის პერიოდში ხარვეზები ალბათ იყო, მაგრამ, რა ზომის იყო ეს ხარვეზები? მე ერთი ვიცი, რომ დაახლოებით ერთ ადამიანზე, ერთ ინფიცირებულზე გადათვლით, თუ რა დახარჯა სახელმწიფომ, საქართველოს მონაცემები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბალია. ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ვერ დავხარჯავდით ძალიან ბევრს. ჩვენ რაც დავხარჯეთ ერთ ინფიცირებულზე, დიაგნოსტიკაზე, საავადმყოფოში მოვლაზე, ამბულატორიაზე, ეს ციფრები არის საერთაშორისო საშუალოზე დაბალი.  ხარვეზები ალბათ იქნებოდა და იყო, მაგრამ, არ მგონია, ეს ხარვეზები რაზეც ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ინტერპრეტაციას რეალობა იყოს. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა, როდესაც შესწავლა დასრულდება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

“გამოძიებას დაველოდოთ” – ამირან გამყრელიძე “მედიაცენტრ მთავართან”

მსგავსი თემები