„ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით ქვეყანას შიმშილის წინაშე აყენებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად. როგორც ზელენსკი განმარტავს, ეს ერთადერთი საშუალებაა აგრესიული პუტინის შესაჩერებლად.

„ქვეყნების უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ ჩვენთვის შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით სხვა ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს“ – აცხადებს პრეზიდენტი და სენატორებთან შეხვედრაზეც საუბრობს.

„სასურსათო ბაზარზე შექმნილი ვითარება კიდევ ერთი სტიმულია  ომის საწინააღმდეგო კოალიციისთვის, რომ იმოქმედონ ერთად უფრო მტკიცედ. კიევში მოლაპარაკებები გამართა ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან, რომლებთანაც უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მუშაობას გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უკრაინის უსაფრთხოების, მით უფრო მალე აღდგება სურსათის ბაზრის ნორმალური მდგომარეობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები