„ორი რამ დაასრულებს პანდემიას“ – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიას მხოლოდ ორი რამ დაასრულებს. როგორც რესპონდენტმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთი აცრაა, მეორე კი პოპულაციური იმუნიტეტი.

„ორი რამ დაასრულებს პანდემიას, ერთი – მოსახლეობის ფართო მასების აცრა და მეორე – პოპულაციური იმუნიტეტი. თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, ბევრად მშვიდად ვიქნებით და შემოდგომის ცივ სეზონს და ზამთარს შედარებით იოლად გადავიტანთ. მეორე ძლიერი იარაღი გვაქვს უკვე და ეს არის წამალი. ამ ეტაპზე, ყველაზე ეფექტურია „პაქსლოვიდი,“ რომელიც მაშინვე ინიშნება, როდესაც ადამიანს ვირუსი უდასტურდება და 5 დღის განმავლობაში იღებს მას ინფიცირებული.  თითქმის 90%-ში დაავადება არ რთულდება და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ფატალური გამოსავალი თითქმის არ არის. ეს არის ძლიერი იარაღი ვაქცინასთან ერთად და რა თქმა უნდა, იმ რეგულაციების დაცვა, რაც არსებობს – ნიღაბი, რომელიც ისევ უნივერსალურ საშუალებად რჩება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

 

 

მსგავსი თემები