შესაძლოა, გაჩნდეს ახალი, ჰიბრიდული შტამი, რომელმაც მძიმე ეპიდაფეთქება გამოიწვიოს – ამირან გამყრელიძეს „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პანდემიის განვითარების სამი სცენარი არსებობს. რას ნიშნავს  რეალური; ოპტიმისტური და ნეგატიური სცენარი და სად არის საქართველო, „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვებს ამირან გამყრელიძემ უპასუხა.

„12 მაისს გაიმართა „კოვიდის“ მაღალი დონის სამიტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა. სამიტზე ჯანმო-ს დირექტორმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრდება პანდემიის მწვავე ფაზა მაგრამ პანდემია არ დასრულებულა. პანდემია დასრულდება მაშინ, როცა ის ყველა ქვეყანაში დასრულდება. ამ ეტაპზე სრულდება პანდემიის მწვავე ფაზა, მაგრამ პანდემია ჯერ არ დასრულებულა“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება პანდემიის განვითარების სამ სცენარს, ამ ეტაპზე, საქართველო პირველში მოიაზრება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი სტრატეგიით, პანდემიის განვითარების 3 სცენარი არსებობს – რეალური, ოპტიმისტური და ნეგატიური. რეალისტური სცენარი გულისხმობს შედარებით სიმშვიდეს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით. დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობას 100-დან 200-მდე.  ანუ, სიკვდილიანობა, ყველაზე მძიმე ინდიკატორი ყოველდღიურად 0-დამ 1-ის ფარგლებშია. ყველა მახასიათებლებით, ჩვენ ახლა ვართ მწვავე ზონაში.

ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მეორეს – აცრის მაჩვენებელი გვაქვს შედარებით დაბალი. მოზარდი მოსახლეობის მხოლოდ 44%-ია აცრილი და საერთო მოსახლეობის 34%. ჩვენ გვჭირდება მეტი აცრა, რომ მშვიდად ვიყოთ და მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას.

მეორე არის ოპტიმისტური სცენარი, როდესაც ვირუსის შტამი უფრო და უფრო სუსტდება და შემოდგომისთვის ის გახდება ისეთი ჩვეულებრივი როგორც სხვა ვირუსები, რომელიც არ აწუხებს მოსახლეობას და შესაძლებელია, ყოველწლიური ვაქცინაციის აუცილებლობა არ დადგეს. მესამეა ცუდი სცენარი, ანუ, ნეგატიური, როდესაც შესაძლოა გაჩნდეს ახალი, ჰიბრიდული შტამი, რომელმაც შესაძლოა ახალი, მძიმე ეპიდაფეთქება გამოიწვიოს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

“ხარვეზები გვქონდა, თუმცა, ქვეყანას საბედისწერო შეცდომა არ დაუშვია” – ამირან გამყრელიძე “მედიაცენტრ მთავართან”

 

მსგავსი თემები