,,თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“- რუსეთის ელჩის მოადგილე

გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგიც არის.

დიმიტრი პოლიანსკის განმარტებით, მოსკოვმა პოზიცია შეცვალა და ამჯერად უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგაც გამოდის.

„ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართებოდა, ჩვენ არ გვაშფოთებდა ევროკავშირი. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ბრძოლის ველზე უნდა იყოს მოგებული. ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უფრო ჰგავს კრემლის პოზიციას, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით“- აცხადებს დიმიტრი პოლიანსკი.

რუსეთის ელჩის განცხადებით,რუსეთის წინააღმდეგ მუქარები, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რეალურს ხდის.

,,თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“- აღნიშნა რუსეთის ელჩის მოადგილემ.

მსგავსი თემები