„რაც დღეს ვნახე, შემეშინდა, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„ანალიზები უკვე გაკეთდა, პასუხები ჯერ არ ვიცი. უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა. არც დაკვირვება, არც ანალიზები, არც გამოკვლევა არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა საუბარი“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და მისი შვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს, მისი გამოჯანმრთელება საქართველოში ვერ მოხდება.

„ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფადაა საჭირო, რომ დაიწყოს ეს პროცესი. ყოველ წუთში შეიძლება რომ ადამიანი აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს განსაკუთრებით. რომ ვნახე ბოლოს, იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა. გავიგე, რომ ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული უკვე და ყველა არის ერთმანეთზე მძიმე და დაავადებას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ძალიან მძიმე დასასრული“, – აცხადებს გიული ალასანია.

მსგავსი თემები