ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს 20 მაისამდე გადასცემს,- აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისიის სპიკერი, დანა სპინატი ავრცელებს.

დანა სპინატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური პროგრამისთვის არის აუცილებელი.

“გუშინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მეორე პაკეტისთვის. მეორე ნაწილი 600 მილიონ ევროს შეადგენს. თანხის პრაქტიკული გადახდა, კი 20 მაისამდეა მოსალოდნელი”, – აღნიშნა დანა სპინატმა.

მსგავსი თემები