,,ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. პესკოვის განცხადებით, რუსეთის პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  მომავალში როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი გამოხატული და რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან.

„პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთ ფლანგების გასაძლიერებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება ელემენტები სპციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

მსგავსი თემები