,,ომი საქართველოში არ დაიწყება – ეს არის ფორმულა”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ანდრეი პიონტკოკსკი ,,კა-გე-ბეს“ ყოფილი მაღალჩინოსანია და მას, შეერთებულ შტატებში ავტორიტეტი არ აქვს.

პიონტკოკსკი „კა-გე-ბეს“ მაღალჩინოსანი იყო, რაღაც გაურკვევლობები ჰქონდა აშშ-თან. იქ მას არ აქვს ავტორიტეტი და, სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირად ციტირებს მას. ამ კომენტარების საგანგებო ნაწილი ასეთია: იმის ხელშემშლელი, რომ საქართველო მეორე ფრონტს ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. სწორედ ამიტომ მათ უნდა უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი საქართველოში არ დაიწყება – ეს არის ფორმულა და ამის იქით არაფერი იკითხება,“- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”- ანდრეი პიონტკოვსკი

მსგავსი თემები