,,პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია”- მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გაცილებით საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი იყვნენ.

,,პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მის ხელთ უფრო მომაკვდინებელი იარაღია, მას ასევე ხელთ აქვს მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად,”- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ ევროპისთვის საფრთხის არიდების ერთადერთი გზა პუტინის რეჟიმის შეცვლაა.

,,როგორც ოდესღაც გერმანია დაექვემდებარა დენაციფიკაციას, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი არის “დეპუტინიზაცია“. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ჩაერთვებით ამ ამოცანის შესრულებაში, ჩვენ არამარტო უკრაინას დავკარგავთ, არამედ ასევე დავკარგავთ ჩვენ სულს, თავისუფლებაას და სუვერენიტეტს,”- აღნიშნა მატეუშ მორავიეცკიმ.

მსგავსი თემები