,,ვინც აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია”- მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა.

„მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელ ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს ინტერესების მტრობა,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”- ანდრეი პიონტკოვსკი

მსგავსი თემები