,,საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია”- რომან გოცირიძე

მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. სააკაშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელი ნაბიჯია.

,,ეს არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდეგ იგი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები