ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

  ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ფინეთი 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან.  2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე გაწევრიანებისგან თავს იკავებდა. ,,ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში,”- ნათქვამია პრეზიდენტის და პრემიერის საერთო განცხადებაში. ფინეთი განაცხადის გაკეთებით,  ნეიტრალურ სტატუსზე უარს ამბობს.