,,დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში”- უკრაინელი სამხედრო დახმარებას ილონ მასკს სთხოვს

მარიუპოლში მებრძოლი უკრაინელი სამხედრო, სერგეი ვოლინა ილონ მასკს სთხოვს ,,აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუაციაში  დაეხმაროს. უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი პირების  მესამე ქვეყანაში გაყვანას ითხოვს.

,,ისინი ამბობენ, რომ თქვენ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებელის რწმენა.

ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ ,,აზოვსტალიდან” შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი.

მივმართავ ყველა ადამიანს პლანეტა დედამიწაზე, დაეხმარეთ ილონს, ნახოს ჩემი მიმართვა. ამბობენ, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობის შთაგონება, შეუძლებელის შესაძლებლობა დაეჯერებინათ. მან დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის არასოდეს ნებდება! ჩვენ გვჭირდება სუპერმენის მხარდაჭერა!” – წერს ვოლინა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები