მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

კლინიკა „ვივამედთან“ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომებია მიღებული. შენობის მე-5 სართული, სადაც ყოფილი პრეზიდენტის პალატაა განთავსებული, ფაქტობრივად მთლიანად ცარიელია.

მსგავსი თემები