მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში კლინიკა “ვივა მედში” გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ გაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე შეიყვანეს საბადრაგო ჯგუფები.

სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და მიხეილ სააკაშვილისთვის პალატაც მოამზადეს.

მსგავსი თემები