ჩეხეთმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარა

ჩეხეთი მესამე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა  რუსეთის დანაშაული უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად დაამტკიცა.

„ჩეხეთის სენატმა, ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში სჩადის. მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აცხადებს უკრაინის ელჩი პრაღაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლიეტუვამ და ესტონეთმა.  10 მაისს ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს  გენოციდად აღიარებს.

ესტონეთის პარლამენტმაც დაამტკიცა განცხადება, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გენოციდს უწოდებს.

 

მსგავსი თემები