„ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩი განმარტავს, მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი სააკაშვილი იქნება თუ სხვა.

კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. სადაც მას სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება.

„მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ამაზე უნდა იყოს აქცენტი. მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მისი მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. შემდგომი ნაბიჯია კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიუკერძოებელი შეფასება, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია. როდესაც საუბარია ადამიანია ჯანმრთელობაზე, აქ მნიშვნელობა არ აქვს ბატონი სააკაშვილი იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ – აღნიშნა ელჩმა დეგნანმა.

 

მსგავსი თემები