,,ჩვენ დრო არ გვაქვს”- სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი საქართველოში იმყოფება. ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს პაციენტთან შეხვედრას შეეცდება. ამ დროისთვის უცნობის ჩაერთვება თუ არა ყიფშიძე სააკაშვილის მკურნალობის პროცესში.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, დიალოგის დაწყება კარგია, თუმცა დრო არ ითმენს, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

,,დიალოგის დაწყება კარგია, მაგრამ ჩვენ დრო არ გვაქვს. კარგად ვურთიერთობდი ციხის ექიმთან. გორთან დაკავშირებით ცოტა გართულებული იყო, მაგრამ ასევე მქონდა ურთიერთობა ექიმებთან, ექთნებთან. თუმცა მე არ მაქვს უფლება თვითონ დავნიშნო მკურნალობა, შემიძლია მხოლოდ კონსულტაცია გავუწიო და დაველაპარაკო ავადმყოფს.

მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა გაკეთდეს. მე პრობლემა არ მაქვს არცერთ კონსილიუმთან, არცერთ ექიმთან. თვითონ შეადგინონ ეს კონსილიუმი და ნახოს ამ კონსილიუმმა. მაგრამ ეს ჩქარა უნდა მოხდეს”- აცხადებს ყიფშიძე.

მსგავსი თემები