,,იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ”- ,,აზოვის” პოლკის სამხედრო

მარიუპოლის მცველი, “აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ კრიტიკულ  ვითარებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, დაჭრილებისთვის საკმარისი მედიკამენტები არ აქვთ, ამიტომ უწევთ, ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩაატარონ.

,,ბიჭები კვდებიან, წამლები არასაკმარისია. იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ. თუ მესამე მხარე არ დაგვეხმარება, კატასტროფა იქნება. საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიებია საჭირო და პუტინზე ზეწოლა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მასთან საუბარი შეუძლიათ,” – აცხადებს პალამარი.

მსგავსი თემები