აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ბავშვიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ბავშვიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაშავებულთა შორის და-ძმაც არის.

„ამ დროისათვის კლინიკაში შემოყვანილია 3 პაციენი. ერთ-ერთი 3-4 წლის გოგონაა და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის შემოყვანილია თავის ქალის დაზიანებითს და თავის ქალის ტრამვით. საოპერაციო ჩარევა არ სჭირდება, მიმდინარეობს ჭრილობის დამუშავება და რევიზია. ასევე არის და-ძმა 12 და 8 წლის, რომელტაც ზედაპირული ჩარევები სჭირდებათ და მათი მდგომარეონა მძიმე არ არის. კიდევ ერთი ბავშვვი ამ ეტაპზე გადმოჰყავთ ჩვეთან. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა და აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ჩატანილია კორპუსის 4 სართული, წინასწარი ინფორმაციით ნანგრევებში არ არიან მოყოლილი ადამიანები.  გარდაცვლილია 3 ზრდასრული ადამიანი.

მსგავსი თემები