თბილისში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ჩატანილია კორპუსის 4 სართული, წინასწარი ინფორმაციით ნანგრევებში არ არიან მოყოლილი ადამიანები. დავით სერგეენკოს ინფორმაციით დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.

საპატრულო პოლიციის უფროსის თემურ კუპატაძის განცხადებით, გარდაცვლილია სამი ადამიანი, დაშავებულები კი ღუდუშაურისა და იაშვილის საავადმყოფოში გადაჰყავთ. “ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება”, – განაცხადა კუპატაძემ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და სახანძრო. ადგილზე პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი, კახი კალაძეც იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო კი ამ წუთებში, კლინიკაში პაციენტების მდგომარეობას ეცნობა. აფეთქება ახალ აშენებულ კორპუსში მოხდა. მოსახლეობა იქ დაახლოებით 1 წელია შესახლდა. კორპუსი სრულად დაიცალა და მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანეს.

მსგავსი თემები