უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე შესაძლოა დივერსიული აქტები განხორციელდეს

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა პავლო კოვალჩუკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე შესაძლოა, დივერსიული აქტები განახორციელონ.

„არ არის გამორიცხული, უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელების შესაძლებლობა, ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დადანაშაულებით,”- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევით ქმედებებს ახორციელებენ უკრაინის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები