,,ომის შედეგები ზედმეტად შიშის მომგვრელია”- ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, კიშინოვში მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე ისაუბრა.

,,უკრაინის ომის გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში ღრმა და ფართო შედეგების მომტანია. ესკალაციის შედეგები ზედმეტად შიშის მომგვრელია. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ომის გაგრძელებითა და შესაძლო გავრცელებით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ასევე იმ გავლენით, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. გაერო ერთგულია არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ მოლდოველი ხალხის მხარდაჭერაშიც ამ რთულ დროს. თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ის მტკიცე პროგრესი, რომელსაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიაღწიეთ, არ უნდა შეირყეს,”- აღნიშნა ანტონიო გუტიერეშმა.

მსგავსი თემები