თბილისის მერმა სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მადლობა გადაუხადა

გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო გაწეული საქმიანობისთვის,
თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს ემსახურებიან. 

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში, მოსახლეობის მხრიდან ზარები არ წყდება. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მაქსიმალურად ემსახურონ თბილისსა და თბილისელებს.

“დიდი მადლობა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. ისინი მართლაც გმირები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები