,,ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის თვეობით გაგრძელება მოულოდნელი იყო მისთვისაც და თავად რუსეთის ხელისუფლებისთვისაც.

,,ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. ყველა რამდენიმე საკითხით იყო გაკვირვებული: უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის უნარით, მათი თავდაცვის ორგანიზებით და მოსახლეობის ერთიანობით; ოჯახები მიდიოდნენ, მამაკაცები კი, ბრუნდებოდნენ და ახლაც ბრუნდებიან საბრძოლველად. არის ერთსულოვნება, არ მსმენია დისონანსური ხმები, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, როდესაც ომი გრძელდება: მოსახლეობა სრულიად ერთსულოვანია მისი პრეზიდენტის უკან და მართლაც უპრეცედენტოა. ეს ორი ელემენტი ერთად ხსნის რა არის უკვე გამარჯვება, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი კიევს ბოლო წუთამდე არ ტოვებდა.

,,თავდაპირველად ჩვენ ვნახეთ საელჩოების გაყვანა და მოწოდებები უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ, რაც ცოტა ნაჩქარევად მიმაჩნდა.  ჩვენ ბოლომდე დავტოვეთ ჩვენი საელჩო და საკონსულოები; ამით ძალიან ვამაყობთ,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები