ბუჩაში რუსმა სამხედროებმა ადამიანები შაშხანების გამოყენებით მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამნესთი ინთერნეიშენალში“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც  ბუჩაში რამდენიმე ადამიანი მოკლეს შაშხანებით, რომელსაც რუსული სპეცრაზმი იყენებს.

ანგარიშში აღწერილია ბუჩაში ჩადენილი 22 მკვლელობა და ბოროდიანკაში განხორციელებული ავიადარტყმების გარემოებები, რომლის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენ მიერ დოკუმენტირებული დანაშაულების სერია, რომელიც ჩაიდინეს რუსულმა ძალებმა, მოიცავს როგორც უკანონო თავდასხმებს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობებს“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, აგნეს კალამარმა.

ორგანიზაციამ მტკიცებულებები კიევის ოლქში განთავსებულ რვა ქალაქში შეაგროვა, მათ შორის ბუჩაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ ბუჩაში დისლოცირებული რუსული არმიის კონკრეტული ქვედანაყოფების დოკუმენტებიც აღმოაჩინა.

მსგავსი თემები