უნგრეთი რუსულ ნავთობზე უარს ვერ იტყვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც ნავთობზე ემბარგოს გულისხმობს, უნგრეთი ვერ შეუერთდება.

ვიქტორ ორბანის განმარტებით,  ევროკომისიის სანქციების ახალი პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება  უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული “ატომური ბომბი” იქნება.

,,მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს,”- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი თემები