„გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის მშენებლობა, დაწყებული მწვანე ტექნოლოგიებით“ – უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს ქვეყნის აღდგენის გეგმაზე მუშაობა პარტნიორებთან ერთად. როგორც დენის შმიგალმა ვარშავაში მიმდინარე დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნა, გეგმაშია ახალი, ევროპული ქალაქის მშენებლობა.

„უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან აღდგენის გეგმას და უკრაინის აღდგენის ფონდს „Ukraine 24“-ს ამზადებს. ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ იმის აღდგენას, რაც დაზიანებული და განადგურებული იყო აგრესორის მიერ, არამედ, გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის მშენებლობა დაწყებული მწვანე ტექნოლოგიებით, ევროპული სტანდარტებით გაგრძელებული; თვითკმარი ენერგოსექტორით დაწყებული, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებით გაგრძელებული; თავისუფალი ევროპული ბაზრით დაწყებული, თანამედროვე ურბანული სივრცეების შექმნით გაგრძელებული“ – განაცხადა დენის შმიგალმა ვარშავაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინის გეგმები ამბიციურია, თუმცა, იმედი აქვს, რომ მსოფლიო გვერდით დაუდგება უკრაინას.

„იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა“ – დენის შმიგალი პოლონეთში

მსგავსი თემები