რუსმა სამხედროებმა ხარკოვში 15 წლის ბიჭი მოკლეს

ქალაქ ხარკოვში ოკუპანტებმა ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე,  15 წლის ბიჭი დაიღუპა.

ზოოპარკის მფლობელის, ოლეკსანდრ ფელდმანის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა.

“ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება,”- აღნიშნა ოლეკსანდრ ფელდმანმა .

მსგავსი თემები