„პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა”-გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში  არსებობს გარკვეული გუნდი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს  შეთქმულებას  საქართველოს წინააღმდეგ.

„პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ნინო ლომჯარიას თუ დავუჯერებთ, სჯობს ბომბები გვეცემოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი ვჭამოთ და არ ვიყოთ საომარი მოქმედებების მონაწილე. ეკა გიგაურს თუ დავუჯერებთ, რასაკვირველია, ცეცხლი ალი უნდა აინთოს საქართველოში, რათა ევროპული პოზიცია შევინარჩუნოთ. ის არის ტელეწამყვანების მთელი ჯგუფი, ქუჩის აქტივისტები, იაგო კაჭკაჭიშვილი დაემატა, ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი გამოჩნდა უცებ ასპარეზზე და ყველა ერთად, ორკესტრირებულად, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ ერთი მიმართულებით ახორციელებენ პროპაგანდას – ქმნიან ისეთ გარემოს, როცა საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი ჩნდება დასავლეთის მიმართ. ესეც სტრატეგიის და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილია. საზოგადოების პროდასავლური პოზიცია განპირობებულია დღევანდელი ხელისუფლების სწორი ნაბიჯებით“, – აღნიშნავს გიორგი  ვოლსკი.

მსგავსი თემები