ესპანეთში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბარსელონაში ხანძრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ძმები დაიღუპნენ.

სავარაუდოდ, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

“4 სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა,” -განაცხადა დაღუპული ძმების დედამ.

მსგავსი თემები