“უკრაინის მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერებს შორის დიალოგი შედგება”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის განმარტებით, უკრაინას არ სურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა და ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

“უკრაინის მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყირიმი იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი და ყველაფერს ვნახავთ რისი გაკეთება შეიძლება ომის შემდეგ დიპლომატიის გზით. ამიტომ უნდა ვიდგეთ ძლიერად. ამის შემდეგ მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვლება, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამ მხრივ არანირი გარანტია არ არსებობს.

ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება თუ მოხდება სახელმწიფოების ლიდერების დიალოგი, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ჩვენ არ გვსურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა. იყო ორი დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოწერილიყო. შეთანხმება ვერ შედგა. დონბასის საკითხიც გაყინული კონფლიქტი იყო, მე ამ დოკუმენტის წინააღმდეგი ვარ.

ეს დიპლომატიური ჭაობია და უკრაინა იქ თავის ამოყოფას არ აპირებს. ვფიქრობ მნიშვნელოვანია საუბრის გაგრძელება. მაგრამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, ან არ გააკეთებს ოფიციალურ მოწოდებას, მანამდე ვერ ვხედავ ძალას ამ მოლაპარაკებებში,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები