,,სისულელეა, რომ 9 მაისს პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, აცხადებს, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს არ გამოუცხადებს. ამის შესახებ, დიმიტრი პესკოვმა ტელეგრამ არხს ,,Медуза – LIVE-ს” განუცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის განმარტებით, ინფორმაცია თითქოს რუსეთის ფედერაცია საყოველთაო მობილიზაციას გეგმავს სიცრუეა.

,,დასავლელი ჩინოვნიკების ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 9 მაისს უკრაინას ომს გამოუცხადებს, არის სისულელე. ეს სისულელეა, ამის ალბათობა არ არსებობს, ეს სისულელეა,”- განაცხადა პესკოვმა.

.

მსგავსი თემები