,,ვინ ეკითხება პოდოლიაკს, რას წარმოადგენს”- ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას აფასებს.  დეპუტატის განცხადებით, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

,,გრძელდება ეტყობა საინფორმაციო ომი, დღეს გამოვარდა, პოდოლიაკია თუ არ ვცდები, ესეც ნუ ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე რა, ადამიანო, მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ამბობენ ხალხმა უნდა იმასქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს?! რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც და ამაზე უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა და გააკეთებენ განცხადებას”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს”- მიხაილო პოდოლიაკი

მსგავსი თემები