,,მოზომონ ბრალდებები, რადგან ეს არ შეურაცხყოფს მარტო კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ეს ამ ქვეყანას შეურაცხყოფს”- ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი უკრაინის პრეზიდენტის აპარტის უფროსი მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ბრალდებებს პასუხობს. დეპუტატის განმარტებით, მსაგვსი ტიპის განცხადებები შეურაცხყოფს არა ცალკეული თანამდებობის პირებს, არამედ ქვეყანას.

​,,მოვა დრო როცა დასრულდება ეს ყველაფერი და გვექნება შესაძლებლობა, გავიგოთ ვინ რატომ ამბობდა ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს, მე ვფიქრობ, რომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, განსაკუთრებით საქართველოში, მაგრამ მათაც ვთხოვდი, რომ რაღაცნაირად მოზომონ ეს ბრალდებები, რადგან ეს არ შეურაცხყოფს მარტო კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ეს ამ ქვეყანას შეურაცხყოფს, რომელსაც ბრალს დებენ ფაქტობრივად რუსეთის მხარეზე ყოფნაში, რაც არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს”- მიხაილო პოდოლიაკი

მსგავსი თემები