პუტინი მარიუპოლში 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავს

ოკუპანტები მარიუპოლში 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავენ. განადგურებულ ქალაქში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, – აღნიშნულ  ინფორმაციას  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების რუსული აგრესიის შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან და სამხედრო მოქმედებებისგან გამოწვეული აფეთქებების კვალისგან გაწმენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ კამპანიას გეგმავს მარიუპოლში.

მსგავსი თემები