,,უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება”- ბექა დავითულიანი

,,უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ემოციების შეკავება და რაციონალიზმის შენარჩუნება უჭირთ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს”- მიხაილო პოდოლიაკი

მსგავსი თემები