კიევის ოლქში 20 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

კიევის ოლქში კიდევ 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს – აღნიშნულ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

,,მხოლოდ გუშინ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს. ეს ძირითად ბოროდიანკა და მის ახლოს მდებარე სოფლებია, ასევე, ვიშგოროდის რაიონის სოფლები,” – განაცხადა ნებიტოვმა.

პოლიციის უფროსის ინფორმაციით, საერთო ჯამში პოლიციის მიერ  1235 ცხედარია ნაპოვნი. გარდაცვლილთა უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

მსგავსი თემები