რესპუბლიკური საავადმყოფოდან ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

დღეიდან, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ლევან გოფოძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. მას ქირურგიული განყოფილება ჩააბარეს. გოფოძის ნაცვლად, კლინიკას ლიკა ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს.

პოზიცია დატოვა გაფოძის მოადგილემაც. კლინიკიდან წავიდა კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძეც. კლინიკაში ამ ეტაპზე აუდიტია შესული, რომელიც დოკუმენტებს სწავლობს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები და აუდიტის შესვლა მინისტრის განცხადებას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ მინისტრმა კლინიკები, კოვოდპანდემიის პერიოდში, მილიონობით ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი თემები