„აზოვსტალზე“ ქვემეხებით შეტევა გრძელდება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ შეტევას „აზოვსტალის ქარხანაზე“ სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები იმყოფებიან. „აზოვის“ პოლკის მეთაურის ინფორმაციით, შეტევა მიმდინარეობს ქვემეხებისა და საზღვაო არტილერიის გამოყენებით.

„გრძელდება ძლიერი შტურმი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჯავშანმანქანების, ტანკების დახმარებით. ცდილობენ დესანტის გადმოსხმას კატერების დახმარებით და დიდი რაოდენობის ქვეითებით. ვცდილობთ ყველაფერს ამ შტურმის მოსაგერიებლად. აუცილებელია სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან“ – აცხადებს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალარი.

მსგავსი თემები