,,აზოვსტალზე” შტურმი განახლდა

ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე ,,აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი განაახლეს – ინფორმაციას ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე  ავრცელებს.

პოლკის ინფორმაციით, თავდასხმამდე რუსული ავიაცია ქარხნის ტერიტორიას  რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა. დაბომბვის  შედეგად დაიღუპა ორი ქალი, რომლებიც  თავს ბუნკერს  აფარებდნენ.

ადგილზე ვითარება კრიტიკულია, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ახლა ქარხანაში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, მათგან 20 ბავშვია.

მსგავსი თემები