აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აჩიკო მეფარიძემ  მანქანის გადასწრების გამო, ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი აცხადებს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.

თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი თემები