,,ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის შევსების შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ პასუხების პირველი ნაწილის მომზადებისას, საქართველომ ვადა კარგად დაიცვა.

ამასთან, კარლ ჰარცელის განმარტებით, მთავარია არა პასუხების გაცემის სისწრაფე, არამედ – მათი ხარისხი.

„დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს – ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ – პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხების და მთავარი იქნება, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ევროკავშირის როგორც ღირებულებებს, ისე სხვა კრიტერიუმებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები