ბორჯომში ქმარმა ცოლი დაჭრა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში, ვაჟა-ფაველას ქუჩაზე 1 მაისს მოხდა. სისხლიანი დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

“ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში”,- აცხადებს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე ადგილობრივ მედიასთან.

 

მსგავსი თემები